Tuesday, 19 July 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

მომეწონა და კარგი იყო ისტელის ტრენინგი და აგრეთვე საინტერესო მეცხრე დღე, ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში გამიადვილდება საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოვიყენო პროექტით სწავლების მეთოდი, ხელი შევუწყო მოსწავლეებს ცოდნის შეძენაში.

Friday, 15 July 2016

მერვე დღის რეფლექსია

  ტრენერმა კიდევ ერთხელ მოგვცა მითითებები წარმატებული პორტფოლიოს შესაქმნელად. კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის საქაღალდეები, რომელიც უნდა ჩავალაგოთ პორტფოლიოში.
  წინ გველოდება ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დღე – ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია. იმედია წარმატებული დღე იქნება

Thursday, 14 July 2016

პროექტის პორტფოლიო

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღის ტრენინგი დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომი თუ როგორ უნდა შევაფასოთ გავეცანი სასწავლო პროექტის დროს თუ რა რესურსები გვჭირდება და ავღნიშნე თითოეული თუ რომელს გამოვიყენებ პროექტის მსვლელობისას. ამასთანავე ვისწავლე და შევქმენი ჩემი პროექტის გეგმის პორტფოლიო.

Tuesday, 12 July 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

საინტერესო იყო დღევანდელი დღე რადგან ვისწავლეთ შეფასების გეგმა და მასში შემავალი ყველა ის ეტაპი რომლებსაც გამოვიყენებთ კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას.

Sunday, 10 July 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

საინტერესო იყო ჩემთვის მეხუთე დღე რადგან ვისწავლე თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში და ასევე როგორ ითანამშრომლოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. აგრეთვე საინტერესო იყო გუუგლის სერვისის სწავლა

Saturday, 9 July 2016

რეფლექსია მესამე მეოთხე დღის

მესამე დღის რეფლექსია არ გამიკეთებია და მინდა მესამე მეოთხე დღის რეფლექსია ერთად გავაკეთო. ამ ტრენინგიდან ვისწავლე თუ როგორ უნდა დავამზადო ბუკლეტები და გამოვიყენო შემდგომ საპროექტო მუშაობისათვის. განვიხილეთ პროექტის პირველი ნაწილი თემის შინაარსი თუ როგორ უნდა დავწერო.

Sunday, 3 July 2016

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო საინტერესო ვისაუბრეთ პროექტებზე და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები  თუ როგორ პროექტებზე გვინდა მუშაობა მოსწავლეებთან.

Saturday, 2 July 2016

პირველი დღის რეფლექსია

პროექტებით სწავლება ჩემში დიდ ინტერესს იწვევს და მინდა რომ ბევრი ვიმუშაო ამ განხრით იმიტომ რომ შემდეგ დავგეგმო და განვახორციელო სხვადასხვა სასკოლო პროექტები ამიტომ მაქვს დიდი მოლოდინი ამ ტრენინგისგან შევიძინო მეტი  ცოდნა.  აგრეთვე საინტერესო იყო პირველი ტრენინგი რადგან ბევრი რამ გავიგე, ბლოგების შექმნა და  ა.შ.